პროკურატურაში ჟურნალისტების დაკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 13.03.2016
ნანახია: 1732

პროკურატურაში ჟურნალისტების დაკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

მაკა რაზმაძე და ნინო ჯღარკავა სამართალდამცავ უწყებაში ისინი მას შემდეგ დაიბარეს, რაც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყალბი სახელითა და გვარით უცნობმა პირმა მათ ფეისბუკის პირად მიმოწერაში ბმული მიაწოდა, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა იყო განთავსებული.

"მე და მაკა რაზმაძე თითქმის 4 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკვშირებით,რადგან პირველი ჩვენს კედლზე გაჩნდა ეს ვიდეო! ნამდვილდ სწრაფი რეაგირება ქონდათ ძალოვნებს და ძალიან მინდა ეს საქმე მალე გაიხსნას,რომ ერთხალ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ სიბინძურის ტირაჟირება!", - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

 

 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე