სენატმა უკრაინის დახმარება ტრამპის მუქარის გამო დაბლოკა - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 11:22 | 08.02.2024
ნანახია: 419

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მწვავედ გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორები საზღვრის უსაფრთხოებისა და უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების შესახებ ორპარტიული შეთანხმების დაბლოკვის გამო.

"არასდროს მიფიქრია, რომ კაპიტოლიუმზე ვნახავდი ისეთს, რაც ახლა ხდება", - თქვა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.

ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპი ურეკავდა სენატორებს და კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შურისძიებით ემუქრებოდა.

"რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს შეთანხმებას, რადგან მათ დონალდ ტრამპმა დაურეკა და დაემუქრა", - თქვა ბაიდენმა.

მანამდე, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა კანონპროექტი და მოუწოდა რესპუბლიკელებს, არ წასულიყვნენ კომპრომისებზე საზღვრების დაცვის საკითხზე.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე შეერთებული შტატების სენატში ჩავარდა ორპარტიული კანონპროეტი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე