ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის მზად არის - რიში სუნაკი

საქართველო, თბილისი - 22:19 | 05.02.2024
ნანახია: 764

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, მზად არის თუ არა დიდი ბრიტანეთი თავის დასაცავად, თუ რუსეთი იარაღს მისკენ მიმართავს , ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „დიახ“.

"ჩემი ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია ყველას უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, მსოფლიო სულ უფრო და უფრო ნაკლებად უსაფრთხო ხდება. ჩვენ ამას ვხედავთ რუსეთისა და უკრაინის ვითარების მაგალითზე. ახლახან ეს დავინახეთ წითელ ზღვაშიც“, - თქვა სუნაკმა.

სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობამ გაზარდა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე. მისივე თქმით, არმიამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაანაწილოს ეს ინვესტიცია საუკეთესო დაცვისთვის.

„მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად ვართ დაცული. ჩვენ ვართ ნატო-ში მეორე უმსხვილესი თავდაცვითი აღჭურვილობის მიმწოდებელი... ხედავთ, რაც ჩვენ გავაკეთეთ უკრაინაში. ჩვენ დავიცავთ იმას, რისიც გვჯერა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აგრესია დარჩეს უკონტროლო და დაუსჯელი“, - აღნიშნა რიში სუნაკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე