ომი ჩიხშია, ეს ფაქტია, არ არის საკმარისი საბრძოლო მასალა, გვჭირდება თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 11:04 | 05.02.2024
ნანახია: 620

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხების გამო. ამის შესახებ მან იტალიის ტელეკომპანია Rai1-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება ხმელეთზე ომს, აქ ჩიხია, ეს ფაქტია, რადგან იყო ტექნიკის შეფერხება. მისივე თქმით, შეფერხება კი ნიშნავს შეცდომებს.

„ჩვენ ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია, არ არის საკმარისი საბრძოლო მასალა, გვჭირდება თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საზღვაო ოპერაციამ დადებითი შედეგები მოიტანა.

„რუსეთმა დაკარგა მრავალი ხომალდი, შავ ზღვაში ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის აშენება, ამიტომ ოპერაციის ეს პრაგმატული ნაწილი, რომელიც ეკონომიკაზე ზეგავლენას მოახდენდა, დადებითად განხორციელდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის არმიას არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა და მისი შეჩერება მოხერხდა.

"მნიშვნელოვანია, რომ ორ წელიწადში ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 26% ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის არმიას არ შეუძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ჩვენ შევაჩერეთ ისინი", - თქვა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე