რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის სამხედრო პარტნიორი - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველო, თბილისი - 12:47 | 02.02.2024
ნანახია: 878

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანის აზრით, რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის სამხედრო პარტნიორი.

მისი თქმით, სომხეთს აღარ შეუძლია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და თავდაცვის კავშირების გაძლიერება მხოლოდ რუსეთთან, როგორც ეს ადრე იყო. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთმა უნდა შეცვალოს არმიის განვითარების კონცეფცია. მან არ გამორიცხა, რომ შესაბამისი დოკუმენტი წლის ბოლომდე იქნება მიღებული. მისი თქმით, აუცილებელია გადაიხედოს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა და ჩამოყალიბდეს იდეა ვისთან და როგორ უნდა ითანამშრომლოს ქვეყანამ თავდაცვის სფეროში.

„უნდა გავიგოთ ვისთან უნდა განვავითაროთ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. წარსულში ასეთი საკითხი არ არსებობდა, ისევე როგორც არ იყო სირთულეები კონცეფციასთან დაკავშირებით. ადრე სომხეთის თავდაცვითი ურთიერთობები 97%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული. ახლა ეს არ შეიძლება მოხდეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო“, - განაცხადა ფაშინიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე