აშშ-ს კონგრესში მოითხოვენ, უნგრეთმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება

საქართველო, თბილისი - 14:44 | 02.02.2024
ნანახია: 818

აშშ-ის კონგრესში მოითხოვენ, რომ უნგრეთმა დაუყონებლივ დაამტკიცოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება. კონგრესმენები ვარაუდობენ, რომ ბუდაპეშტი რისკავს გამოუსწორებელ ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს ვაშინგტონთან, თუ იგი სწრაფად არ იმოქმედებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იუწყება Reuters.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა თქვა, რომ მას აქვს „ღრმა შეშფოთება“ უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობის კურსზე, რითიც აგრძელებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შეფერხებას.

"პარტნიორები ასე არ იქცევიან. და მე ვკითხულობ, არის თუ არა ის საიმედო მოკავშირე ჩვენი უვიზო პროგრამისთვის?," - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. კარდინმა იგულისხმა აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს 41 ქვეყნის მოქალაქეებს იმოგზაურონ აშშ-ში 90 დღის განმავლობაში ვიზის გარეშე.

პარალელურად, დემოკრატმა სენატორმა ჟან შაჰინმა და რესპუბლიკელმა ტომ ტილისმა, რომლებიც სენატში ნატო-ს მონიტორინგის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან, გაავრცელეს განცხადება და მოუწოდეს უნგრეთს კურსი შეცვალოს.

„უნგრეთი, უმოქმედობით რისკავს შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან“, - განაცხადეს სენატორებმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე