უკრაინა და კანადა ქმნიან საერთაშორისო კოალიციას რუსეთის მიერ იძულებით გაყვანილი უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად

საქართველო, თბილისი - 18:43 | 02.02.2024
ნანახია: 1009

კანადა და უკრაინა შექმნიან საერთაშორისო კოალიციას, უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვა ოკუპირებულ რეგიონებში ან რუსეთში იძულებით გაყვანილი ბავშვების დასაბრუნებლად.

ამის შესახებ კიევში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ უკრაინელ კოლეგასთნ, დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხდა.

"ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა შეუფასებელია. ეს ჩვენი კაცობრიობის საკითხია. ამიტომ კანადა და უკრაინა დაიწყებენ ახალ საერთაშორისო კოალიციის შექმნას უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად", - თქვა მელანი ჟოლიმ.

მისი თქმით, ამ მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა ბევრ ქვეყანასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვების უფლებების დაცვა.

"მინისტრისა და კანადის ერთგულება ამ საკითხთან დაკავშირებით არის ლიდერობის ნათელი მაგალითი ადამიანის უფლებების დაცვაში. მექანიზმი, რომელიც კანადამ შემოგვთავაზა, ეფექტურია და ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი შვილების დაბრუნების ძალისხმევში", - თქვა დმიტრო კულებამ.

მელანი ჟოლიმ ასევე გაიხსენა, რომ ოტავამ კიევს უკვე გაუწია დახმარება 9,5 მილიარდი დოლარის ოდენობით, აქედან 2,4 მილიარდი სამხედრო დახმარების სახით.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე