რუმინეთი, ისევე როგორც მთელი ევროპა უნდა მოემზადოს რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის - რუმინეთის გენშტაბის უფროსი

საქართველო, თბილისი - 10:41 | 02.02.2024
ნანახია: 612

რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გეორგიცა ვლადი მიიჩნევს, რომ რუმინეთის მოსახლეობა, ისევე როგორც ევროპის ყველა მაცხოვრებელი, უნდა მოემზადოს რუსული შესაძლო აგრესიისთვის, რადგან უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში პუტინი გამოიწვევს ესკალაციას.

ვლადმა აღნიშნა, რომ რუსეთი პრობლემა გახდა მსოფლიო წესრიგისა და დემოკრატიისთვის, ამიტომ, ფაქტობრივად, ის ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ დემოკრატიულ სამყაროსთან.

„რუმინეთის მოსახლეობა, ისევე როგორც ევროკავშირის მთელი მოსახლეობა, ევროპის მოსახლეობა, უნდა იყოს შეშფოთებული და ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები მომზადებისთვის“, - თქვა მან.

რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი არ გაჩერდება და, დიდი ალბათობით, თავს დაესხმება მოლდოვას და გამოიწვევს ესკალაციას დასავლეთ ბალკანეთში.

„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი უახლოეს მომავალში ესკალაციას მიმართავს“, - განაცხადა ვლადმა.

მან მოუწოდა ნატო-ს ქვეყნებს შეავსონ იარაღის მარაგი და მოამზადონ მოსახლეობა - კერძოდ, მთელი მოსახლეობისთვის ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური შემოიღონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე