აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება - ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 14:30 | 30.01.2024
ნანახია: 700

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრანის მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ამის შესახებ მან ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენი ასევე მოწოდებით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის მიმართ, საჩქაროდ დაამტკიცოს უკრაინის დახმარების პაკეტი, რადგან ეს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორ სიგნალს გავუგზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს კი გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის რწმენას, რომ შეუძლია, დაამარცხოს უკრაინა და გაგვიმკლავდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის", - თქვა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება უკვე ამოიწურა და ეს ზეგავლენას ახდენს ბრძოლის ველზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე