აშშ ასადის რეჟიმს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:01 | 12.03.2016
ნანახია: 1547

აშშ-მა სირიის მთავრობა ზავის დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთს ბაშარ ასადის რეჟიმზე ზეწოლისკენ მოუწოდა.

როგორც ბი ბი-სი იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სირიის სამთვარობო არმიის ავიადარტყმები, რომლის მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობა რეგულარულად ხდება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ამ დრომდე აშშ და რუსეთი აცხადებდნენ, რომ ლოკალური ინციდენტების მიუხედავად, დაზავების პირობები დაცული იყო.

კირბის თქმით, რუსეთს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადზე გავლენა და პირადი ურთიერთობები ქვს და აშშ იმედოვნებს, რომ მოსკოვი ამ გავლენას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გამოიყენებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე