ნატო უნდა მოემზადოს ევროპის მასშტაბით რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისთვის - The Times

საქართველო, თბილისი - 10:27 | 29.01.2024
ნანახია: 767

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახლა ორიენტირებულია უკრაინის ომზე, დასავლეთის ქვეყნები უკვე შეშფოთებულნი არიან, რომ აგრესორი ქვეყანა, შესაძლოა, თავს დაესხას ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას.

The Times-ის ცნობით, ნატო-ს მოუწევს მოემზადოს რუსეთის შესაძლო თავდასხმებისთვის ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით გერმანიაში, თუ მოსკოვი ომს დაიწყებს ალიანსის წინააღმდეგ. ამის შესახებ მაღალი რანგის გენერლები აცხადებენ.

ნატო-ს სამხედრო ლოგისტიკური ცენტრის მეთაურმა გერმანიაში, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ სოლფრანკმა, მოუწოდა მოკავშირეებს გაამარტივონ ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც ამჟამად ართულებს ჯარების და აღჭურვილობის გადაადგილებას. მისივე თქმით, ქვეყნებს ასევე უნდა მიეცეთ საშუალება გამოიყენონ ერთმანეთის სამხედრო ტექნიკა კრიზისის დროს.

„თუ ათი-ხუთი წლის წინანდელ ომსა და ოპერაციებს შევადარებთ, მივხვდებით, რომ რომ იქნება მძიმე ბრძოლა ზურგში. უნდა ვივარაუდოთ, რომ აგრესორი გამოიყენებს კინეტიკური და არაკინეტიკური ძალების სრულ სპექტრს, რათა გაანადგუროს საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ზურგში, - აღნიშნავს სოლფრანკი.

ალიანსის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ შეზღუდული დრო აქვთ თავდაცვის გასაძლიერებლად. ისინი იმედოვნებენ, რომ ივლისში, ვაშინგტონის სამიტამდე შეთანხმდებიან „სამხედრო შენგენის“ სისტემის დანერგვაზე, რომელიც სამხედრო კოლონებს ნატო-ს ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე