სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარი სროლის შემდეგ 47 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 29.01.2024
ნანახია: 763

თურქეთის პოლიციამ 28 იანვარს ეკლესიაში სროლაში ეჭვმიტანილი 47 ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი რუსეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეა. იუწყება Reuters

თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა ორი შეიარაღებული პირი, რომლებმაც კვირას სტამბოლში საეკლესიო წირვის დროს ერთი ადამიანი მოკლეს. ისინი, სავარაუდოდ, დაკავშირებული არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ.

მანამდე ერლიკაიამ განაცხადა, რომ თავდასხმა მოხდა სტამბოლის სარიერის რაიონში მდებარე იტალიურ ეკლეისაში, რის შედეგადაც მოკლულია თურქეთის ერთი მოქალაქე.

მოგვიანებით ერლიკაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და 47 ადამიანი დააკავა.

"ორი დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი რუსეთიდან,, ისინი შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ," - განაცხადა ერლიკაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე