უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთი უკრაინას თვეში 155 მმ-იან 3 ათას ჭურვს მიაწვდის

საქართველო, თბილისი - 08:24 | 29.01.2024
ნანახია: 587

საფრანგეთმა უკრაინის არმიას, შესაძლოა, ყოველთვიურად 155 მმ-იანი კალიბრის 3 ათასი ჭურვი გადასცეს.

როგორც უკრინული მედია იუწყება, ამის შესახებ NV-სთან ინტერვიუში განაცხდა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ივან გავრილიუკმა, რომელიც პარიზის საარტილერიო კოალიციის შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.  

მისი თქმით, პარიზში არტილერიის კოალიციის შეხვედარზე პარტნიორებთან საგნობრივი საუბარი გაიმართა. კოალიციის გახსნას 22 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ფრონტზე არსებულ ობიექტურ სურათზე და სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტებზე დაყრდნობით არგუმენტირებულად გააჟღერეს ჩვენი ჯარების საჭიროებები და ასევე, სამომავლო საფრთხეების გათვალისწინებით, ისაუბრეს სამხედრო საკითხებზე, ტექნიკურ თანამშრომლობაზე, ჩვენი ჯარის მიმართ გრძელვადიან მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გავრილიუკმა.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის საარტილერიო იარაღით, ჭურვებით უზრუნველყოფის საარტილერიო სისტემების სათადარიგო ნაწილების მიწოდების ან უკრაინის ტერიტორიაზე მათი წარმოებისა და სხვა საკითხები.

 „საარტილერიო კოალიციის პირველი შეხვედრის დროს ჩვენი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გავრილიუკმა

მან აღნიშნა, რომ ოფიციალურმა პარიზმა კიდევ ერთხელ აჩვენა უკრაინის მხარდაჭერის სტაბილურობა. საფრანგეთი უკრაინისთვის Caesar-ის ტიპის 78 ჰაუბიცის წარმოებას გეგმავს, რომელთაგან ექვსს უახლოეს მომავალში მიაწოდებს.

მისივე თქმით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი შეძლებს უკრაინის არმიას ყოველთვიურად 155 მმ-იანი  3 000 ჭურვი მიაწოდოს.

ლეკორნუმ მანამდე ასევე თქვა, რომ უკრაინისთვის ემანუელ მაკრონის მიერ დაპირებული დამატებით ორმოცი SCALP-ის ფრთოსანი რაკეტის მიწოდება, მალე დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე