რა უშლიდათ ხელს უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებს ჩვენთან ემუშავათ? ეს არის ჩვენი სამყარო, არა, არ უნდათ, ისინი უკეთეს ცხოვრებას ეძებენ ზღვების მიღმა - ალექსანდრ ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 00:23 | 29.01.2024
ნანახია: 582

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექანდრ ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინას და ბალტიის ქვეყნებს შეეძლოთ რუსეთთნ ერთად მუშაობა, თუმცა „ზღვებს მიღმა უკეთესი ცხოვრების ძებნა დაიწყეს“.

„ვფიქრობდი - კიდევ რომელ ქვეყნას შეეძლო ასეთი შესაძლებლობების მიცემა ისეთი ქვეყნისთვის, როგორც ბელარუსია? ჩვენ რუსეთში ზოგადად ვერ ვხედავთ პრობლემებს... არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ასე მოქცევა, როგორც თქვენ ექცევით ბელარუსს.   

რა უშლიდათ ხელს უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებს ჩვენთან ასე ემუშავათ? ეს არის ჩვენი სამყარო, ჩვენ მას ვაშენებთ რამდენიმე ათეული წელია, ჩვენ ერთად მოვიგეთ ეს საშინელი ომი. კარგი, მოდით, ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ. არა, არ უნდათ, ისინი უკეთეს ცხოვრებას ეძებენ ზღვების მიღმა“, - თქვა ლუკაშენკამ ლენინგრადის ოლქში ლენინგრადის ბლოკადისგან გათავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ძეგლის გახსნაზე.

ლუკაშენკამ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა რუსეთსა და ბელარუსთან „დაბრუნდება“.

მისივე თქმით, „კარგი იქნებოდა, რომ ღონისძიებას ვინმე უკრაინიდანაც დასწრებოდა.

"სამი სლავი ხალხი დაზარალდა. მაგრამ ისინი აქ არ არიან, რა უნდა ვქნათ, ეს მათი არჩევანია, სხვა გზა აირჩიეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენთან დაბრუნდებიან. წასასვლელი არსად აქვთ", - თქვა ლუკაშენკამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე