ეუთო უკრაინის დახმარებას გააფართოებს

საქართველო, თბილისი - 20:36 | 25.01.2024
ნანახია: 697

მალტა, რომელმაც წელს ეუთოს თავმჯდომარეობა გადაიბარა, მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაფართოებას, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა. ამის შესახებ ვენაში, მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა იენ ბორგმა ეუთო-ს წევრი 57 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს განუცხადა.

რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ცდილობდა დაებლოკა ეუთო-ს პროექტების გაფართოება უკრაინაში, მაგრამ ორგანიზაციის სხვა წევრები უზრუნველყოფდნენ, რომ ეუთოს უკრაინაში მუშაობა შეზღუდვების გარეშე შეძლებოდა. სხვა საკითხებთან ერთად, ეუთო ეხმარება უკრაინას ნაღმების გაწმენდაში, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერებაში.

ბორგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ეუთოს თავმჯდომარის რანგში  კიევს ეწვევა. მისი სიტყვებით, განიხილავს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს და გამოხატავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.

ამავდროულად, ეუთოს ფარგლებში ბორგი მოელის მოსკოვისგან თანამშრომლობისადმი მზადყოფნას. რუსეთმა ცოტა ხნის წინ დაბლოკა ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან ხელშეკრულების რამდენიმე წლით გაგრძელება და ეუთო-ს ბიუჯეტის მიღება.

იენ ბორგმა განაცხადა, რომ აპირებს ორივე საკითხის დარეგულირებას სექტემბრის დასაწყისამდე, როდესაც შმიდის ვადა ამოიწურება, რათა, როგორც მან თქვა, უზრუნველყოს ეუთო-ს გადარჩენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე