საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველო, თბილისი - 13:28 | 12.03.2016
ნანახია: 3423

დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ სოჭში გაიმართება.

ბორჯღალოსნებს შანსი აქვთ ისტორიული მეტოქე მეთვრამეტედ დაამარცხონ. ამ დრომდე საქართველომ რუსეთთან 19 შეხვედრა გამართეს, სტატისტიკა კი ჩვენი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს. 17 გამარჯვება, ერთი ფრე და მხოლოდ ერთი მარცხი. სოჭში ბორჯღალოსნებს 2 მატჩი აქვთ ჩატარებული და ორივე შემთხვევაში თამაში ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა

რუსეთ-საქართველოს რიგით მე-20 მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე