თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

საქართველო, თბილისი - 12:40 | 24.01.2024
ნანახია: 1320

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო. 

აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ გამოსახლება გადაიდო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ასევე სახლში ცხოვრობენ არასრულწლოვნები. 

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდოს დღევანდელი გამოსახლების პროცესი, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ ოჯახში ასევე ჰყავთ ორი არასრულწლოვანი და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიდო დღევანდელი პროცესი“ - ,განაცხადეს აღსრულების ეროვნული ბიუროში.

მათივე თქმით, ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა მოლაპარაკებებისთვის.

მოქალაქეები და აქტივისტები შეკრებილები არიან თბილისში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში, საიდანაც კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე