როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სამთო სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებამდე
საქართველო, თბილისი - 19:01 | 22.01.2024 ნანახია: 1521ზამთარი უკვე აქტიურ ფაზაშია და, შესაბამისად, იმატებს მობილობა სამთო სათხილამურო კურორტების მიმართულებით. თუმცა, სანამ დასასვენებლად გამგზავრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ თქვენი ავტომობილის საიმედო მეგზურობაში. იმისათვის, რომ დაგეგმილი მოგზაურობის დროს უსიამოვნო მოულოდნელობებმა არ იჩინოს თავი, „თეგეტა მოტორსი“ ავტომფლობელებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: საბურავი, ანტიფრიზი, აკუმულატორი და საქარე მინის მწმენდები.
ზამთრის საბურავები
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ საბურავებს. თოვლისა და ნალექის პირობებში გადაადგილებისას განსაკუთრებული როლი ენიჭება საბურავების ხარისხსა და მდგომარეობას. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით მოძრაობა, რადგან ამით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში უკვე ამოქმედდა კანონი, რომელიც ზამთარში მძღოლებს სამთო სათხილამურო კურორტებამდე მისასვლელ გზებზე ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებით გადაადგილებას ავალდებულებს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, რომელიც დატანილი უნდა იყოს საბურავზე, ასევე დაწესდა პროტექტორის მინიმალური სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასე რომ, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის საბურავების სეზონთან შესაბამისობა, პროტექტორების ზომა, ასაკი და ზოგადი მდგომარეობაც. საჭიროების შემთხვევაში კი ჩაანაცვლეთ ახლით, რადგან სეზონთან შესაბამისი საბურავი უსაფრთხო გადაადგილების მთავარი წინაპირობა.
ანტიფრიზი
ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიფრიზის რესურსის შემოწმებაც. დაბალი ტემპერატურა, ბუნებრივია, სითხის გაყინვას უწყობს ხელს. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურსამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას და მისი შეკეთება არცთუ ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული.
აკუმულატორი
წელიწადის ყველაზე ცივ სეზონზე ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რამაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. ყველა აკუმულატორს თავისი განსაზღვრული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს, ხოლო გაფრთხილებები გამოიხატება ფარების ნათების შემცირებაში, დაქოქვის დროს დენის გართულებულად მიწოდებაში. შესაძლოა, ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი საერთოდ აღარც კი დაიქოქოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გამგზავრებამდე მისი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.
საქარე მინის საწმენდი
საქარე მინის მწმენდების გამართული მუშაობა, ზამთარში უხვი ნალექის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, გარდა კარგი საწმენდი ჯაგრისებისა, საქარე მინის საწმენდი სითხის რეზერვუარშიც უნდა გვქონდეს სპეციალური ყინვაგამძლე კონცენტრატი. საქარე მინის მწმენდების სითხის არარსებობა ან გაყინვა შეგიზღუდავთ ხედვის არეალსა და ხარისხს. ასეთ პირობებში მოძრაობა კი რისკებთან არის დაკავშირებული.
გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და გაატარეთ დაგეგმილი დასვენება მოულოდნელი უსიამოვნებების გარეშე. დაიმახსოვრეთ, მომზადებული ავტომობილი ზამთარში უსაფრთხო მართვის გარანტია.
ზამთრის კურორტებზე გამგზავრებამდე ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და ონლაინ შოპზე არსებული შეთავაზებები დაგეხმარებათ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა