პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ირანი შვიდი დაღუპულის შესახებ იუწყება

საქართველო, თბილისი - 10:58 | 18.01.2024
ნანახია: 1023

პაკისტანის განცხადებით, ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. იუწყება BBC.

მათი განცხადებით, სამიზნე „ტერორისტების თავშესაფარი“ იყო.

"პაკისტანი სრულად პატივს სცემს ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი ქმედების ერთადერთი მიზანი იყო პაკისტანის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა, რაც უმნიშვნელოვანესია და არ შეიძლება საფრთხე ემურქებოდეს", - განაცხადეს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ამასთან, ირანული მედია იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ქალი და ოთხი ბავშვი.

შეგახსენებთ, გუშინ ირანმა დაარღვია პაკისტანის საჰაერო სივრცე, რის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანმა განაცხადა, რომ ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე