რას გააკეთებს ტრამპი, თუ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება? - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 08:57 | 18.01.2024
ნანახია: 870

რას გააკეთებს ტრამპი, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება? - ამ შეკითხვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ექსპრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, რომ ის სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში. იუწყება უკრაინული მედია.

„დონალდ ტრამპმა თქვა: „მე შემიძლია შევაჩერო ომი, მე დავჯდები პუტინთან და ზელენსკისთან ერთად მაგიდასთან... მე არ მინახავს ეს ვიდეო, მაგრამ როგორც გავიგე, იყო რაღაც კონფერენცია და მან თქვა, რომ თუ პუტინი არ გაჩერდება, მაშინ ის {ტრამპი} მიაწვდის მეტ იარაღს უკრაინას და თუ უკრაინა არ გაჩერდება, წაიღებს რაღაც მარაგებს...

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ არ ვთანხმდებით ჩვენი ტერიტორიების დათმობას, მაშინ დონალდ ტრამპი შეწყვეტს ჩვენს დახმარებას და პუტინი, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიკავებს ჩვენს ქვეყანას.

რას გააკეთებს ტრამპი თუ უკრაინის შემდეგ რუსეთი ნატო-ს ქვეყანას დაიკავებს?

ანუ, მან გადაწყვიტა, რომ კონფლიქტის გაყინვა თუ არ იქნება, თუ პუტინს მთლიანად უკრაინის დაკავების უფლებას მისცემს, მაშინ ის გაჩერდება. მაგრამ პუტინი არ გაჩერდება. რას გააკეთებს დონალდ ტრამპი ამის შემდეგ აშშ-ში? რადგან ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ევროპამ წააგო და დაკარგა ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი არმია ევროპაში, იმიტომ, რომ მან დაკარგა უკრაინა,” - თქვა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე