აშშ-მა მორიგი დარტყმები განახორციელა “ჰუსიტების“ სამიზნეებზე იემენში

საქართველო, თბილისი - 10:55 | 18.01.2024
ნანახია: 1005

მედიის ცნობით, აშშ-მა მორიგი დარტყმები განახორციელა “ჰუსიტების“ სამიზნეებზე იემენში.

შეერთებულმა შტატებმა იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ადენის ყურეში ხომალდ  Genco Picardy-ზე თავდასხმა განხორციელდა.

Genco Picardy მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდია, რომელიც აშშ-ის ეკუთვნის.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთო გემმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცაცურვას განაგრძობს.

მოგვიანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა იემენში ჰუსიტების სარაკეტო გამშვებებზე დარტყმები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე