„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
საქართველო, თბილისი - 12:57 | 16.01.2024 ნანახია: 2513„თეგეტა მოტორსი“ ფრანგულ ბრენდს, MOTUL-ს საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და MOTUL-ის პროდუქცია იანვრიდან ხელმისაწვდომია როგორც „თეგეტას“ წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით.
„თეგეტა მოტორსი“ MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში - 400 ტონა, გასული წელი კი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა და 2023 წელს საქართველოში „მოტულის“ დაახლოებით 600 ტონამდე ზეთი გაიყიდა. გეოგრაფიული არეალის გაფართოება და რეგიონის ბაზრებზე შესვლა სწორედ ამ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტასა და MOTUL-ის 14-წლიანი თანამშრომლობა დაფუძნებულია მუდმივი ზრდისა და განვითარების საერთო ხედვაზე. ორმხრივმა ნდობამ კი გააჩინა ჩვენი პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა და უკვე იანვრიდან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავედით. 2024 წელს აზერბაიჯანის ბაზარზე შევალთ სასტარტო რაოდენობით და ვფიქრობთ, 40-50 ტონა პროდუქციას გავყიდით. მოლოდინები საკმაოდ მაღალია და ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბრენდის გაყიდვებს მაღალ ნიშნულზე ავიყვანთ“.
MOTUL 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო MOTUL სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტადაა აღიარებული და მსოფლიო ბაზარზე ნიშური ბრენდების სიაშია.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტა აზერბაიჯანში MOTUL-ის მსუბუქი ავტომობილებისთვის საჭირო პროდუქტების სრულ სპექტრს წარმოადგენს. სამომავლოდ კი ბრენდის ინოვაციური მიღწევებიცა და ახალი ეკომეგობრული საცხებ-საპოხი მასალებიც გამოსვლისთანავე მოხვდება როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის პორტფელში. პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება „თეგეტას“ ფილიალებში, ასევე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით“.
აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლა „თეგეტა მოტორსისა“ და MOTUL-ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის მხოლოდ პირველი ფაზაა. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და უზბეკეთისა და სომხეთის ბაზრების ათვისებას.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა