ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 15.01.2024
ნანახია: 1381

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, შეხვდება ქვეყნის ლიდერებს და მონაწილეობას მიიღებს დავოსის ფორუმზე. 

"ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, ქალბატონ პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან. 

მე ასევე ვისაუბრებ გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე, სანქციებზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმების ძიებაზე, ჰუმანიტარულ განაღმვით თანამშრომლობაზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და უკრაინის აღდგენაზე", - დაწერა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოს წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო ლიდერებთან და მსხვილ ბიზნესებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე