მითია, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება - საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად "ავტო გალერის" კამპანია გრძელდება
საქართველო, თბილისი - 13:26 | 15.01.2024 ნანახია: 2856ელექტრომობილს "მომავლის მანქანა" გამოგონებიდან მალევე უწოდეს. მაშინ ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს დაეყრდნო: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს გამონაბოლქვი; ელექტრომობილს, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, არ გააჩნია ძალიან ბევრი ისეთი ნაწილი, რომლებიც ხშირად ფუჭდება.
მაგალითისთვის, ელექტრომობილს არ აქვს ძრავა, შესაბამისად, არ გააჩნია საწვავის მიწოდებისა და ძრავის გაგრილების სისტემა. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და გამაგრილებელი სითხე. გადაცემათა კოლოფის ნაცვლად აქვს "რედუქტორი", რომელშიც სულ რამდენიმე კბილანაა. ეს ფაქტები კი ეწინააღმდეგება მითს, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება
"თეგეტა ქარსში" შემავალმა კომპანია "ავტო გალერიმ" ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო. რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა.
ლევან თაღიაშვილი, "ავტო გალერის" მარკეტინგის მენეჯერი: "ელექტრომობილს, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, ბევრად ნაკლები სწრაფად ცვეთადი ნაწილი აქვს. თუ შიგაწვისძრავიანი 70 000 დეტალისგან შედგება, ელექტრომობილის ნაწილების რაოდენობა 30 ათასს არ აღემატება. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შენახვა გაცილებით მარტივი და ეკონომიურიცაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრომობილის ხუნდებიც კი უფრო ნაკლებად ცვდება. ის თავად ამუხრუჭებს, რათა მეტად დაიმუხტოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მუხრუჭს ნაკლები ძალა ადგება და ხუნდებიც არ ცვდება. არ ცვლი ზეთს, არ გჭირდება ძრავის მოვლა, რაც ფინანსურად მნიშვნელოვანი შეღავათია".
Autogallery-ში ელექტრომობილის შეძენისას ორწლიანი გარანტიით ისარგებლებთ. კომპანიის გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერები საკუთარ მომხმარებლებს თითოეული მოდელის მოვლა-ექსპლუატაციის წესებსაც აცნობენ.
ლევან თაღიაშვილი, "ავტო გალერის" მარკეტინგის მენეჯერი: "ავტომობილის შეძენისას მომხმარებელს ვურჩევთ - ყოველი 10 000 კმ-ის გავლის შემდეგ ავტომობილი სერვისისთვის მოიყვანოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რაც შეეხება უშუალოდ მოვლის წესებს, თითოეულ მოდელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, სწორედ ამიტომ გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერები ყოველთვის ინდივიდუალურ რჩევებს გასცემენ. „ავტო გალერის“ საუკეთესო სპეციალისტები ჰყავს. ჩვენთან შეძენილ ელექტრომობილს გარანტიაც მოჰყვება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი კომფორტულ მომსახურებას იღებს".
ქართულ საავტომობილო ბაზარზე პირველი ელექტრომობილი დაახლოებით 10 წლის წინათ გამოჩნდა. ახალშექმნილი მანქანა მაშინ ჯერ კიდევ დაბალი გამავლობის იყო და მაქსიმუმ 150-200 კილომეტრის გავლა შეეძლო. თუმცა ტექნოლოგიებთან ერთად ელექტრომობილების წარმოებაც განვითარდა. მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები დღეს ბაზარს სრულიად განახლებულ, მძლავრ ელექტრომობილებს სთავაზობენ. სულ უფრო იზრდება მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის.
"თეგეტა ქარსში" შემავალი კომპანია "ავტო გალერი" სწრაფად მოერგო ტენდენციას და უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. შოურუმში 15-მდე ბრენდის მანქანაა წარმოდგენილი, მათ შორის არის Tesla-ს, Honda-სა და Toyota-ს ელექტრომობილები.
"თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, "თეგეტა ქარსში" შემავალი კომპანია "ავტო გალერი" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან "ავტო გალერი" NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა