პიტერ სიიარტო და დმიტრო კულება ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის საკითხს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 19:36 | 11.01.2024
ნანახია: 1163

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან შეხვედრას უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გამართავს.

სიიარტოს განცხადებით, შეხვედრა 29 იანვრისთვის არის დაგეგმილი.

„თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღია 29 იანვარი, ჩვენ შევხვდებით უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში, რათა დავინახოთ, შეუძლია თუ არა მაღალი დონის შეხვედრა დაეხმაროს სიტუაციას“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის საკითხს განიხილავენ.

სიიარტოს განცხადებით, ის ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრიი ერმაკს, რომლის დროსაც მან თქვა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი ექნება თუ შედეგს მოიტანს.

29 იანვრისთვის დაგეგმილ შეხვედრაში ანდრიი ერმაკიც მიიღებს მონაწილეობას.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ 29 იანვარს დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინისა და უნგრეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება ევროკავშირში კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე