რუსეთში ახლა იარაღის გარკვეული დეფიციტია, ამიტომ ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ აგრესორს დაეხმარება - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 18:29 | 11.01.2024
ნანახია: 1165

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა რუსეთში იარაღის გარკვეული დეფიციტია, ამიტომ ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ აგრესორს დაეხმარება.

ამის შესახებ ზელენსკიმ ტალინში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება პაუზას... უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლის ველზე პაუზა, არ არის პაუზა ომში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ომის დასასრული და ეს არ მოიტანს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთთან ან სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ რუსეთის ფედერაციას დაეხმარება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის მოცულობები - რამდენს აწარმოებენ ისინი დღეს. ვიცით რამდენ თვითმფრინავს და არტილერიას აწარმოებენ დღეში და ვხედავთ, რა აკლიათ მათ. რომ მათ აქვთ დიდი დეფიციტი თვითმფრინავებისა და არტილერიის კუთხით. დიდი დეფიციტი რაკეტებთან დაკავშირებითაც, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთს ირანიდან „შაჰედების“  დიდი შესყიდვები აქვს და ასევე ცდილობს რაკეტების მიწოდებაზე მოლაპარაკებას. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან უკვე მიიღო მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი და რაკეტები.

"რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ დრო არ აქვთ, რადგან მათი საწყობები ცარიელი იყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ ისინი მოვიდნენ დიდი რაოდენობით დაგროვილი შეიარაღებით. და ახლა ეს პაუზა, კიდევ ერთხელ ვიმორებ, ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, ეს მხოლოდ პაუზაა, რომელიც აგრესორს დაეხმარება. მათ დრო არ აქვთ," - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ჟურნალისტი მართალია - ”მსოფლიოს ასევე არ აქვს დრო, რომ შეავსოს უკრაინის საწყობები”. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო უკრაინას ეხმარება, რუსეთში კი ახლა დეფიციტია.

"და ჩვენ ვხედავთ, როგორ აისახება ეს დეფიციტი მათ სტაბილურობაზე ბრძოლის ველზე. მივცეთ პაუზა? გავრისკოთ? მივცეთ რუსეთს 2, 3 წელი? ასე მან შეიძლება გადაგვიაროს . ჩვენ ასეთ რისკზე არ წავიდოდით და მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი უკრაინის ტერიტორიაზე წყდება და ამიტომ რუსეთის სასარგებლოდ პაუზები ნამდვილად არ იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე