საქართველოს ფოსტა ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 12:49 | 09.01.2024
ნანახია: 1030

საქართველოს ფოსტა ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ფოსტა ეხმაურება კომპანიის წინააღმდეგ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეეხება ტარიფების ცვლილებას.

კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა  საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით  და იმ  ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა  კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.

აქვე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე