ირანში, ქასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

საქართველო, თბილისი - 23:44 | 04.01.2024
ნანახია: 1451

ირანში, ქასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ტელეგრამ-არხებში იტყობინება, რომ აფეთქებები განახორციელა მისმა ორმა მიმდევარმა, რომლებასც ე.წ. კამიკაძე-ქამრები ეკეთათ.

ირანის სახელმწიფო მედია ასევე მანამდე იტყობინებოდა, რომ  პირველი აფეთქება და სავარაუდოდ, მეორეც მაინც თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ აფეთქებებზე პასუხისმგებელი პირები სასტიკად დაისჯებოდნენ, მას არ დაკონკრეტებია ვის გულისხმობდა. აფეთქებების შემდეგ, ხალხი ქვეყნის ბევრ ქალაქში შეიკრიბა და სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.

ირანის ჯანდაცვის მინისტრ, ბაჰრამ ეინოლაჰის ინფორმაციით, აფეთქებებს 95 ადამიანი ემსხვერპლა.

სოლეიმანი აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად 2020 წელს დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე