,,თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი უკვე განათავსა
საქართველო, თბილისი - 12:45 | 29.12.2023 ნანახია: 2786„თეგეტას“ 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამისადმი ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიამ ახალი, 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტი-სავალუტო პროგრამა გამოაცხადა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ „გალტ & თაგარტია“. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობით, ჯამურად, 20 მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
შეგახსენებთ, 2023 წლის 15 დეკემბერს კომპანიამ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველი მულტი-სავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის პროგრამა დახურა , რომლის ემისიაც 3 ტრანშად მოხდა. პროგრამის ბოლო ტრანში, 4 მილიონი ევროს ოდენობით, 180%-იანი გადაჭარბებით (Over-Subscription) 7.00% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. შედეგად კომპანიამ ახალი პროგრამის გამოცხადება გადაწყვიტა.
გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 7 მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 6.75% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ტრანზაქციის ვადიანობა 2 წელია. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას მოახმარა, რის შედეგადაც კომპანიის დაფინანსების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათ შორის დაფინანსების ხარჯები.
აღსანიშნავია, რომ წარსული ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 40-მდე ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა.
მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის დეკემბრამდე იგეგმება.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგმა“ სამი კვირის წინ საქართველოში პირველი მულტი-სავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის პროგრამა, მესამე ტრანშით დახურა. ინვესტორების მხრიდან გამოკვეთილი მაღალი ინტერესის გამო ახალი პროგრამის გამოცხადება დაუგეგმავად გადავწტვიტეთ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2023 წელს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ვხურავთ. ახალი მულტი-სავალუტო პროგრამა ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გამოვაცხადეთ, გამოხატული ინტერესი ნათლად აჩვენებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს, მეორე მხრივ, კი ეს კომპანიის ფინანსურ განვითარებას უწყობს ხელს. „თეგეტას“ სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების განთავსება უცხოურ ვალუტაში მოხდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას.“
ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი: „გალტ & თაგარტი“ კვლავ აგრძელებს „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში ხელშეწყობას და ჩვენი აქტიური თანამშრომლობა უკვე ახალი მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო პროგრამიდან 7 მილიონი ევროს წარმატებით განთავსება ესეთ მოკლე პერიოდში საცალო ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ უდიდეს ნდობასა და დაინტერესებაზე მიანიშნებს. ხაზგასასმელია წინა, 3 კვირის წინ დახურულ ევროს გარიგებასთან შედარებითაც კი გაუმჯობესებული კუპონი 7.00%-დან 6.75%-მდე. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება კომპანიის უპრეცედენტო აქტივობას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ - „გალტ & თაგარტის“ უნიკალური დისტრიბუციის არხების უპირატესობებზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ „გალტ & თაგარტი“ „თეგეტა ჰოდლინგის“ ექსკლუზიური პარტნიორია უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ყველა ემისიაში. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი საინვესტიციო ბანკია, სავალუტო ობლიგაციების გამოშვება-განთავსებაში უნიკალური გამოცდილებით და მთელი გუნდი მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ესეთი განსაკუთრებული გარიგებით დაგვესრულებინა მიმდინარე წელი.“
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ:
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/Tegeta
სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:
სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა