ახმეტაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 17:47 | 28.12.2023
ნანახია: 1439

კახეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ავტობუსის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა, რომელიც თავის ეზოში შეშას ჭრიდა.

79 წლის კაცი ადგილზე, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკიპაჟის მის­ვლამ­დე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე