„სელფი მობაილმა”, „გალტ & თაგარტის“ და თიბისი კაპიტალის დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
საქართველო, თბილისი - 15:42 | 27.12.2023 ნანახია: 2774„სელფი მობაილმა”, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, წარმატებით განათავსა 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. განთავსების აგენტები იყვნენ „გალტ & თაგარტი“ და თიბისი კაპიტალი. ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტრანზაქცია იყო კომპანიის სადებიუტო განთავსება კაპიტალის ბაზარზე.
2023 წლის ოქტომბერში “სელფი მობაილს”, “გალტ & თაგარტისა” და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, გერმანული სააგენტოსგან, Scope Ratings-ისგან მიენიჭა BB- საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. მოცემული რეიტინგი საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორში ყველაზე მაღალ რეიტინგს წარმოადგენს. შედეგად, კომპანიის ობლიგაციების განთავსებაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ.
„სელფი მობაილმა“ ახლახანს დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება არსებული ვალდებულებების დაფარვას და სელფის ქსელის გაუმჯობესებისა და გაფართოების პროექტს. მიღებული დაფინანსებით, სელფი ასევე გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის დანერგვას, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმარჯვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სელფის ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია სელფის სტაბილური პოზიციით ბაზარზე, კარგი მომგებიანობით და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გალტ & თაგარტსა და თიბისი კაპიტალს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჩემს კოლეგებს სიბიეს ჯგუფში და სელფის გუნდს ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისთვის“, - თამარ გახარია, “სიბიეს ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.
„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა“, - ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ თიბისი კაპიტალი “სელფი მობაილის” სადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითიც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. „სელფი მობაილის“ სადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB- რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და თიბისის 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია. აღნიშნული ობლიგაციები თიბისი კაპიტალისთვის წელს მე-16 განთავსებაა და ბაზარზე ვინარჩუნებთ მოწინავე საინვესტიციო ბანკის პოზიციას“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
სელფის შესახებ
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც დღეს 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, კომპანია დგას დიჯითალ ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც ტექნოლოგიური მიღწევებით მომხმარებლების საჭიროებების მხარდაჭერაა. „სელფი მობაილი” აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cellfie.ge
სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:
სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge
შპს თიბისი კაპიტალის შესახებ:
თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. თიბისი კაპიტალი საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა