პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა | ფოტოგალერეა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 25.12.2023
ნანახია: 1177

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.

ღვთისმსახურებას თავად ილია მეორე საქართველოს საპატრიაქრო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსა და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

პატრიარქის აღსაყდრება

ილია მეორე პარლამენტში

ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე

ილია მეორე, ედუარდ შევარდნაძე და თენგიზ კიტოვანი

ილია მეორე მერაბ კოსტავას პანაშვიდზე

ილია მეორე ზვიად გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდზე

ილია მეორე და მანანა არჩვაძე-გამსახურდია

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში

ილია მეორე ქანადაკებაზე მუშაობისას

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საზეიმო გახსნა

ილია მეორე ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაციაზე

მსოლფიო პატრიარქი ბართოლომეოსი, ედუარდ შევარდნაძე და ილია მეორე

ილია მეორე, ედუარდ შევარდნაძე და ნინო ბურჯანაძე

ილია II, იოანე პავლე II, ედუარდ შევარდნაძე

ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი და ილია მეორე სამხედრო აღლუმზე

ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი

ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი

ილია მეორე და რომის პაპი ფრანცისკე

ილია მეორე და რომის პაპი ფრანცისკე

ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი

ილია მეორე და სალომე ზურაბიშვილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე