წლის მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight ბრუნდება - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველო, თბილისი - 14:12 | 11.12.2023 ნანახია: 101223-24 დეკემბერს თბილისში მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება - Spotlight-ი გაიმართება, რომელიც marketer.ge-ს გუნდის მიერ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
უკვე მეათე წელია Spotlight-ი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, დაესწრონ შთამაგონებელ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღონ ახალი ცოდნა, გაიზიარონ გამოცდილება და შეიძინონ ახალი კავშირები.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წელს ღონისძიების მთავარი თემა „მემკვიდრეობაა“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ დავით გოგიჩაიშვილის, ალექს ჩიქოვანის, გიორგი პოპიაშვილის, ეკა ყიფიანის, ნინო ეგაძის და სხვა სპიკერების გამოსვლები ამ თემასთან დაკავშირებით. სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.
„გვიხარია, რომ უკვე მრავალი წელია სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ. ამ დროის განმავლობაში, სფოთლაითმა ძალიან პატარა კომუნის შეკრებიდან ყველაზე მასშტაბურ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებამდე გზა გაიარა და ქართული მარკეტინგის ინდუსტრიისთვის არაერთი მაგარი პროფესიონალი აღმოუჩენია, რომელიც სწორად სფოთლაითით გავიცანით. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ორგანულია. ათი წელი გარდამტეხი თარიღია – ეს იმის ინდიკატორია, რომ ინიციატივამ არა მხოლოდ შექმნა მდიდარი მემკვიდრეობა, არამედ მომავალშიც გააგრძელებს ზრდას, მასშტაბირებას და ინდუსტრიის ექსპერტებისთვის საინტერესო სივრცის შექმნის ხელშეწყობას,“ – განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.
თუ თავიდან ღონისძიება მხოლოდ მარკეტინგზე იყო ორიენტირებული, დროთა განმავლობაში ბიზნესის, სტარტაპის, ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკებისა და აღმოჩენების გაზიარების სივრცედ იქცა. Spotlight-ი ქმნის სცენას არა მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალებისთვის, არამედ ახალბედა მარკეტერებისა და სტარტაპერებისთვის, რათა არა მხოლოდ აიმაღლონ მოტივაცია, არამედ ისინიც იქცნენ შთაგონებად სხვა ადამიანებისთვის.
ათი წლის განმავლობაში Spotlight-მა 300-ზე მეტ სპიკერს და ათასობით სტუმარს უმასპინძლა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა