ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 22:19 | 11.03.2016
ნანახია: 1760

საქართველოში უნდა დასრულდეს ბინძური მეთოდებით წარმოებული პოლიტიკური ბრძოლა, - ნათქვამია ნაციონალური მოძშრაობის განცხადებაში დღეს გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.

„საქართველოში უნდა დასრულდეს ბინძური მეთოდებით წარმოებული პოლიტიკური ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მმართველობის პირობებში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ფაბრიკაცია-გავრცელება ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა. ამას ხელს უწყობს ის, რომ მიუხედავად უკვე დაფიქსირებული ათეულობით შემთხვევისა ხელისუფლების მიერ არ ჩატარებული გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები.

დამნაშავე დაუსჯელი დარჩა იმ შემთხვევაშიც კი,    სადაც მისი ავტორი აშკარად ინდენტიფიცირებული იყო. ყველაზე ნათელი მაგალითია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ხვედელიძის მიერ ჩადენილი დანაშაული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა შემთხვევაში ჩანაწერების ტირჟირებას ხელს უწყობდნენ მთავრობასთან ღიად აფილირებული მედია საშუალებები.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს სიბინძურე უნდა დამთავრდეს და დასასრულდება კიდეც 2016 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების არჩევნებში დამარცხების შემდეგ,  ძალოვანი სტრუქტურების რეალური რეფოორმით, მათ შორის სუს-ის გაუქმებით და დაუსჯელობის აღმოფრთხვით, - ნათქვამია განცხადებაში.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე