დავით პატარაია - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ამერიკულ დღის წესრიგში ყველაზე მაღალ სიმაღლეზე

საქართველო, თბილისი - 19:06 | 30.09.2015
ნანახია: 1810

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას შეფასებით, აშშ-ი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის მთავარი მიზანი, ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ამერიკულ დღის წესრიგში ყველაზე მაღალ სიმაღლეზე“,- აღნიშნა დავით პატარაიამ.

 მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო და პირველი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკვე გამართა.

 მისი თქმით, დღეს ვაშინგტონში ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სენატორებთანაც. გიორგი მარგველაშვილი სიტვით გამოვა სტრატეგიული და საერთაშორისო  კვლევების ცენტრში, რის შემდეგაც გაიმართება  სამუშაო სადილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან .

დღის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე