თუ ხარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

საქართველო, თბილისი - 15:02 | 09.11.2023
ნანახია: 1447

ნკის სტიპენდიის მიღება შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი:

  • ენერგეტიკის ფაკულტეტი;
  • სამშენებლო ფაკულტეტი;
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი;
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი;
  • სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი;
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი;
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა;
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

GTU-ის ამ ფაკულტეტების 4 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდება.

ამასთან, საქართველოს ბანკის ინიციატივით, არქიტექტურის სტუდენტებისთვის, ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოქმედებს გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია. რომელიც არქიტექტურის სტუდენტებს სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. რადგან გვჯერა, რომ განათლება ნათელი მომავლის შექმნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, ქართველი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები და მივცეთ მათ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ კუთხით ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს. მის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დავუფინანსებთ სწავლას მათთვის სასურველ მიმართულებებზე. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს მათ, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, მიიღონ განათლება და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 11 ოქტომბრიდან დაიწყო, შერჩევის ეტაპი კი 22 ოქტომბერს დასრულდა. დამატებითი ინფორმაციის ნახვა როგორც GTU-ის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. 5 გამარჯვებული სტიპენდიატის ვინაობას კი კომისია 4 დეკემბერს გამოავლენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე