„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბიოგრაფი ლივინგი“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „საკენი“ მშენებლობას ახორციელებს“
საქართველო, თბილისი - 12:42 | 30.10.2023 ნანახია: 1596საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას და პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“ პირველ მასშტაბურ, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსის სამშენებლო პროექტს - ,,საკენი“ თბილისში, ვაჟა ფშაველას #25-ში ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 41.5 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე პროექტი 36 სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ, 2000 კვ.მ გამწვანებულ ტერასას, პადელის კორტს, ფიტნეს დარბაზს, აუზს, ესთეტიკურ ცენტრს, კაფე-რესტორნებსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი ჯამში 364 ბინასა და 7 პენტჰაუსის მშენებლობას ითვალისწინებს, ის 2023 წელს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.
,,ბიოგრაფი ლივინგი“ ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა პირველი მასშტაბური, მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით ,,საკენი“. მისი მიზანია შექმნას თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი გარემო ქალაქის ცენტრალურ უბნებში. კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებასა და 1000 -ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
„ვისოლ ჯგუფს მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოს ბანკთან. მოხარული ვართ, რომ უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი მრავალფუნქციური პროექტის ,,საკენი“ ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორსაც საქართველოს ბანკი წარმოადგენს. მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს ,,საკენი“ გამოარჩევს როგორც მისი მდებარეობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც გვჯერა, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში. ,,ბიოგრაფი ლივინგის“ მიერ შექმნილი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს.“- აცხადებს ვასილ ფხაკაძე, აღმასრულებელი დირექტორი.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს და ამ მიმართულებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. მოხარული ვართ, რომ ჩვენი და ,,ბიოგრაფი ლივინგის“ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, სამომავლოდ ის რამდენიმე მსგავსი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“ - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა