„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა
საქართველო, თბილისი - 16:16 | 26.10.2023 ნანახია: 145125 ოქტომბერს „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით „ელექტრონული კომერციის დღე“ გაიმართა. პირველად საქართველოში, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული კომერციის პროცესში მთავარ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ემსჯელათ.
„ელექტრონული კომერციის დღის“ გენერალური სპონსორი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. ღონისძიების მონაწილეებთან საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, e-Commerce-ის, გამოცდილებაზე, „თეგეტას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიურმა დირექტორმა ლევან მამულაშვილმა ისაუბრა. საქართველოს ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო პირველი, ვინც მომხმარებელს ავტომობილის ონლაინშეძენისა და კონფიგურატორების დახმარებით სასურველი მახასიათებლების შერჩევის საშუალება მისცა.
ლევან მამულაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიური დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საკუთარი საქმიანობა გააციფრულა. ჩვენი ონლაინმაღაზიის უკან დგას SAP ERP სისტემა, რომელიც უფრო მარტივს ხდის საოპერაციო საქმიანობას, ხოლო საინჟინრო ნაწილში აქტიურადაა დაწყებული ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მომხმარებლებს, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, ვთავაზობთ სხვადასხვა ციფრულ სერვისს, მათ შორის, მობილურ აპლიკაციას, ონლაინჯავშნებს, ავტომობილის ისტორიის შექმნას და სხვა.
ჩვენი, როგორც მულტიბრენდული კომპანიის, მთავარი მიზანი ელექტრონული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ავტოინდუსტრიის სრულად გაციფრულებაა. მიხარია, რომ ლიდერები ვართ ავტოინდუსტრიის დიგიტალიზაციის კუთხითაც და მომხმარებელს ამ მიმართულებით ბევრ ინოვაციას შევთავაზებთ“.
ქართულ საავტომობილო ბაზარზე „თეგეტა“ ელექტრონული კომერციის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ციფრული პლატფორმა „თეგეტა ჰოლდინგში“ თითქმის 10 წელია მოქმედებს. „თეგეტა შოპი“ მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად აძლევს. ონლაინმაღაზიაში უკვე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და სამომავლოდ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების გამოყენება კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება.
eCommerce Day 2023-ს 500-ამდე სტუმარი დაესწრო და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება.
საღამოს საერთაშორისო სტუმრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Geely Sakartvelo-მ, უმასპინძლა. ოფიციალურ ვახშამზე ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ელექტრონული კომერციის შესახებ აქტუალური თემების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა