მოამზადე ავტომობილი ცივი დღეებისთვის - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 13:15 | 16.10.2023 ნანახია: 1838შემოდგომა სწორედ ის დროა, როდესაც თქვენი ავტომობილი ცივი დღეების მოახლოებისთვის უნდა მოამზადოთ, რადგან ტემპერატურის ცვლილება ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება. უსაფრთხო გადაადგილებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ტემპერატურის კლებას სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ.
ცივი დღეებისთვის ავტომობილის შესამოწმებლად და გასამართად „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული აქციებია საბურავებზე, აკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებსა და სათადარიგო ნაწილებზე.
საბურავები
• სპეციალური ფასები შერჩეულ საბურავებზე
• 20%-იანი ფასდაკლება BF Goodrich-ის საბურავებზე
• 25%-იანი ფასდაკლება ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე
შეგახსენებთ, რომ ცვალებადი ამინდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორად შერჩეული საბურავია. მისი ხარისხი, სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.
აკუმულატორები
• 25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე
• სპეციალური ფასები Macpower-ის აკუმულატორებზე
აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. თუკი აკუმულატორს სამუშაო რესურსი შემცირებული აქვს, ვერ შეძლებს ძრავის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამოყოფას და არასასიამოვნო სიტუაციების რისკი იზრდება. ამიტომ საჭიროა მისი რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.
საცხებ-საპოხი მასალები და ფილტრები
• 25%-იანი ქეშბექი Mobil-ისა და Shell-ის ბრენდის ზეთებზე
• 20%-იანი ფასდაკლება Petronas-ის ზეთებზე
• სპეციალური ფასი Lesta-ს ბრენდის ანტიფრიზზე
ტემპერატურის კლებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ძრავისა და გაგრილების სისტემის სითხეები. საჭიროა გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის დონისა და ხარისხის შემოწმება, რათა ძრავის გაგრილების სისტემა დაცული იყოს.
ასევე უმნიშვნელოვანესია ძრავის ზეთის დონისა და რესურსის კონტროლი. არ შეიძლება, რომ კონკრეტული გარბენის შემდეგ ზეთი და ფილტრი არ შევცვალოთ,. რადგან ზეთი ასრულებს შეპოხვის ფუნქციას ძრავის მოძრავი დეტალებისთვის.
სათადარიგო ნაწილები
• სპეციალური ფასები მინამწმენდებზე
შემოდგომა გამოირჩევა ტემპერატურის კლებით და წვიმიანი ამინდებით. იმისათვის, რომ ნალექიან დღეებში უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ, ყველა ზემოჩამოთვლილ დეტალთან ერთად, საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საქარე მინამწმენდები. ის უზრუნველყოფს, რომ წვიმიან ამინდში ხილვადობა არ შეგეზღუდოთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შეთავაზებასთან ერთად, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შეგიძლიათ სპეციალური ფასებით შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის Total-ისა და Toptul-ის ხელსაწყოები და დანადგარები. გარდა ამისა, ჰაერისა და სალონის ფილტრის ყიდვის შემთხვევაში, მათი შეცვლა უფასო იქნება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა