მორიგი დაპირისპირება ”ქართულ ოცნებაში“

საქართველო, თბილისი - 18:54 | 30.09.2015
ნანახია: 1753

”ქართული ოცნებაში“ მორიგი დაპირისპირება. „პრაიმნიუსჯორჯიას” ინფორმაციით, დაპირისპირება ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელება უკვე დაანონსა, თუმცა უმრავლესობა „პრაიმნიუსჯორჯიასთამ” პირად საუბრებში მის დანიშვნას, ფაქტობრივად, გამორიცხავენ და ამბობენ, რომ დღემდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საუბარია სამ კანდიდატურაზე - გია ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი ტრიპოლსკი. მთგან ყველაზე დიდი შანსის მქონედ ირაკლი ტრიპოლსკის კანდიდატურა სახელდება.

უმრავლსობაში პირად საუბრებში ამბობენ, რომ ზვიად კვაჭანტირაძეს უმრავლესობის ლიდერობას მაშინ დაპირდნენ, როდესაც ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის დანიშვნის გამო ჩაიშალა.

მისი კანდიდატურის წინააღმდეგი უმრავლესობაში უმრავლესობაა, რომლებიც, თავის მხრივ, ორი კანდიდატის, გია ვოლსკისა და ირაკლი ტრიპოლსკის, მხარდამჭერებად ნაწილდებიან და ამ ეტაპზე ყველაზე მეტი შანსის მქონედ ეს ორი კანდიდატურა განიხილება. მათ შორის კი მეტი შანსი ტრიპოლსკის აქვს., რადგან არსებული ინფორმაციით, ის უშუალოდ ივანიშვილის კანდიდატურაა.

თუმცა, მას ეს შანსი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ამ თანამდებობაზე უარი, „პრაიმნიუსჯორჯიას“ ინფორმაციით, ეკა ბესელიამ თქვა.

გარკვეული მხარდამჭერები დიმიტრი ხუნდაძესსაც ჰყავს. თუმცა, უმრავლესობაში ამბობენ, რომ მისი კანდოდატურა აღარ განიხილება.

საბოლოო გადაწყვეტილება კი ოფიციალურად მას შემდეგ გაცხადდება, რაც ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში დაბრუნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე