„თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
საქართველო, თბილისი - 19:42 | 13.10.2023 ნანახია: 2051- გამარჯვებული პროექტებია: „თეგეტა გარემოსთვის“ და „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“
- „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჯილდო მიიღო ნომინაციებში: „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ და „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“
„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023-ის“ დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. „თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო ექვსი ნომინაციიდან 2 კატეგორიაში მოიპოვა. კომპანია ჟიურის რჩეული გახდა პროექტებისთვის - „თეგეტა გარემოსთვის“ და „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“.
კონკურსი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარგად წარმოაჩენს ჩვენს მიდგომას სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით. „თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. მაგალითად, მიმდინარე წელს 20 მლნ ლარის მწვანე ობლიგაციები გამოვუშვით, ექსკლუზიურად გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის. უკვე ვმუშაობთ მწვანე ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების კუთხით. ეს გამარჯვება კი დასტურია, რომ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება“.
პროექტი „თეგეტა გარემოსთვის“ აერთიანებს ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით და მოიცავს 2022-2023 წლებში გადადგმულ ყველა იმ მწვანე ინიციატივას, რომელიც კომპანიამ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა. პროექტი 3 მიმართულებას აერთიანებდა: მდგრადი ტრანსპორტირება ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანი მართვა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.
რაც შეეხება პროექტს „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“, ის აერთიანებს ჰოლდინგის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერებისთვის განხორციელებულ პრო ბონო პროექტებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ 2022 წლიდან „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, თანამშრომლების ჩართულობით, არაერთ აქტივობას ახორციელებს. გარდა ამისა, სოციალური საწარმოების მხარდაჭერას ჰოლდინგი უზრუნველყოფს პლატფორმაზე Tegeta care.
„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023“ განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა