საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Product Community-ის ღონისძიება გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 10.10.2023
ნანახია: 3238

საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ამ მიმართულებით საინტერესო ღონისძიებების პარტნირობას და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და Product Community-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია - ProdAct Conference 2023 - HOW? ჩატარდა.

ProdAct Conference 2023 - ზე 30 - მდე საერთაშორისო სპიკერი იყო წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა: Google, Spotify, Stanford, Miro, საქართველოს ბანკი და სხვ. წამყვანი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს ცოდნა პროდუქტის მენეჯმენტსა და ყველა იმ რგოლზე, რაც პროდუქტის შექმნისთვისაა საჭირო. ასევე განიხილეს Agile მეთოდოლოგიების ტრანსფორმაციული ძალა და იმსჯელეს მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ციფრულ ტრანსფორმაციაში. ღონისძიების მონაწილეებმა   ასევე  მიიღეს მონაწილეობა სტარტაპებისთვის განკუთვნილ კონკურსში,  რომლის ფარგლებშიც მათ ჟიურისა და პოტენციურ ინვესტორებს საკუთარი  იდეები წარუდგინეს.

კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner - ლუკა ქობალია, რომელმაც ისაუბრა - „ Banking on innovation : The Story Behind Georgia’s Top Digital App” და საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან გომშიაშვილი, რომელმაც ისაუბრა - „A journey of integration: 20 awards One Bank, One Vision.“ 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. საქართველოს ბანკის სპიკერებმა ისაუბრეს ბანკის გამოცდილებაზე, თუ როგორ შეიქმნა ის პროდუქტები თუ ინტეგრაციები, რომლის მეშვეობითაც ბანკმა Global Finance-ის 20 პრესტიჟული ჯილდო მიიღო. სპიკერებმა საზოგადოებას ასევე გაუზიარეს ის გამოწვევები, რომელიც პროდუქტის შექმნის პროცესში გადალახეს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ რათა შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები, რაც საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე