„თეგეტა ჰოლდინგს“ აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია
საქართველო, თბილისი - 14:10 | 06.10.2023 ნანახია: 1582- აზიის განვითარების ბანკი „თეგეტა ჰოლდინგთან“ გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს
„თეგეტა ჰოლდინგს“ აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ეწვია. სიუზან გაბური, ADB-ის წარმომადგენლებთან ერთად, „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნო და შეხვედრა გამართა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან. ოფიციალურ შეხვედრაზე „თეგეტა ჰოლდინგისა“ და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო გეგმებიც და გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც პარტნიორობას არაერთი მიმართულებით ითვალისწინებს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან ერთად, მსხვილ პროექტზე მუშაობს, რაც მწვანე საავტომობილო ეკოსისტემის განვითარებას გულისხმობს.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ აზიის განვითარების ბანკთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. ახლა კი განვიხილავთ მასშტაბურ პროექტებს, გრძელვადიან პროგრამებს, რომლებიც ელექტრომანქანების ეკოსისტემის განვითარებას ითვალისწინებს საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჰოლდინგი“ პროგრესსა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და ავტოინდუსტრიაში ინოვაციური პროექტებით გამოირჩევა. ჩვენ ხშირად ვქმნით პრეცედენტებს და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. სულ ახლახან „თეგეტა ჰოლდინგმა“ მწვანე ობლიგაციები გამოუშვა, ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე კი ჩარჩო შეიმუშავა, სადაც, გაწერილ ვალდებულებებთან ერთად, სწორედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ხელშეწყობაზეც არის საუბარი“.
„თეგეტა ჰოლდინგს“ ADB-სთან პარტნიორობის გამოცდილება უკვე აქვს. 2023 წლის ივლისში ჰოლდინგმა 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში სწორედ აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციით გამოუშვა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ჰოლდინგში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიმართ თეგეტას გრძელვადიან ინტერესს უსვამს ხაზს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა