საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების შესახებ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ისაუბრებს
საქართველო, თბილისი - 13:57 | 06.10.2023 ნანახია: 1529საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მიმართ ახალგაზრდებში ინტერესის ამაღლებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ყველაზე მასშტაბურ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ფინანსური განათლების სივრცეში, საქართველოს ბანკიც იქნება წარმოდგენილი.
ბანკის სტენდთან ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ფინანსური განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებსა და ლიტერატურას, ასევე, გაიგონ მეტი საქართველოს ბანკის მიერ მოსწავლეებსა და სტუდენტებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ისეთი პროდუქტების შესახებ, როგორებიც Student Card-ი და sCoolApp-ია.
გამოფენაზე მისული ახალგაზრდები შეხვდებიან დარგის ექსპერტებს. მოგვიანებით კი გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ფინანსური განათლების კუთხით საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
საქართველოს ბანკის მხრიდან პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას ლევან ფავლენიშვილი მიიღებს. ის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და Chevening-ის პროგრამის გამარჯვებულია. ლევანი ამჟამად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორი და ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. დისკუსიის ფარგლებში კი ის ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ისაუბრებს.
ლევან ფავლენიშვილისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების მიმართ ინტერესის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ამასთანავე, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტენდთან სტუმრებს დახვდებათ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული სახალისო და ინფორმაციული თამაშები, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ვიქტორინებში და დასაჩუქრდნენ პრიზებით.
„საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ფინანსური განათლების მხარდაჭერას. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გუნდი აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანს ახალგაზრდებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების დონის ამაღლება წარმოადგენს. GELi-სთან თანამშრომლობით, ჩვენ საქართველოში პირველად გავმართეთ ეკონომიკის ოლიმპიადა, რომელზეც 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. შედეგად, საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს მოსწავლეების მიერ ეკონომიკისა და ფინანსური განათლებისადმი გამოხატული ინტერესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ფინანსური განათლება სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მთავარი საფუძველია. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, განათლების საერთაშორისო გამოფენა 6 და 7 ოქტომბერს, 11:00-19:00 საათზე, ექსპოჯორჯიაში გაიმართება, სადაც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია უნივერსიტეტების, დაფინანსების მოპოვებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა