5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 16:43 | 04.10.2023
ნანახია: 1604

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„4 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 4 ოქტომბერს, შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა. 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 4 ოქტომბერს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 4 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 4 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს. 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე