საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახლებული „პარკ რეზორტ წყალტუბო“ და ქართული რესტორანი „იმერული ესკიზები” გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:10 | 03.10.2023 ნანახია: 1424საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და ჯგუფ „ბ&ნ ინვესტის“ პარტნიორობით, წყალტუბოში, განახლებული „პარტ რეზორტ წყალტუბო“ და ქართული რესტორანი „იმერული ესკიზები“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5 მილიონი ლარია, ბანკის ინვესტიცია კი, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა, 2 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სანატორიუმს 30 ახალი ოთახი დაემატა და ახალი ქართული რესტორანიც გაიხსნა. აღნიშნული კომპლექის სრული მოწყობის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
„პარკ რეზორტ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. კურორტი 60 ნომრიან სანატორიუმს, ორი განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს. ბაღის ფართობი 73 ჰა. - ია და ის საბავშვო და რეკრეაციეული ზონას, ველო-პარკინგსა და პატიოს აერთიანებს. სანატორიუმი 60 ადამიანს ასაქმებს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია. კომპანია მათ პროფესიულ გადამზადებას ადგილზე უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა „ბ&ნ ინვესტი“ საქართველოში ინვესტირება 20 წელზე მეტია დაიწყო და ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ის რეგიონში ახორციელებს. კომპანიის მიერ მთლიანად რეგიონში, კომპლექსის მშენებლობა - რეაბილიტაციაზე ინვესტირებულია - 25 მილიონი ლარი. “ბ&ნ ინვესტი“ აერთიანებს “პარკ რეზორთ წყალტუბოს” და “სანატორიუმ იმერეთს” წყალტუბოში, აგურის ქარხანას „მეტეხის კერამიკას“ და მილების ქარხნებს- კასპის რაიონში, უსახელაურის ვენახებს ზუბსა და ოყურეშში „შპს შატო ლეჩხუმი“ და სხვა.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ჯგუფთან „ბ&ნ ინვესტი“ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა - „ბ&ნ ინვესტმა“ განახლებული სანატორიუმი და ქართული რესტორანი გახსნა. ეს ერთ - ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში და მოხარულები ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებასა და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
“ჩვენმა ჯგუფმა წყალტუბოს რეგიონში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და გაჩერებას არ ვაპირებთ. გვაქვს კიდევ ბევრი გეგმა და პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ბანკის და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ვაპირებთ. მაგალითად, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი პროექტის განხორციელება - ღია აუზის და მასთან მდებარე რეკრეაციული ზონის დამატება და სასტუმროს მეორე ნახევრის რენოვაცია. ამით ჩვენ მაქსიმალურად მოვერგებით ჩვენი მომხმარებლის და ბაზრის მოთხოვნებს.“- აცხადებს „ბ&ნ ინვესტის“ დამფუძნებელი, დავით კაკაბაძე.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა