წალენჯიხაში დავიწყეთ პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა, მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს დაიწყოს ამ პროგრამის განხორციელება სკოლებში - ანა წითლიძე

საქართველო, თბილისი - 14:47 | 28.09.2023
ნანახია: 1616

ჩვენი წარდგენილი პროგრამით, მიუხედავად ყველა პრობლემისა, რომელიც სკოლებში არსებობს, დავიწყეთ პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა, ასევე არის შესაძლებელი ამ პროგრამის განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომაც მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას, რომ დაიწყონ უფასო კვების განხორციელება სკოლებში,  - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, "უფასო კვება პირველკლასელებს" - ეს პროექტი წალენჯიხაში მეორედ ხორციელდება, დღეს პირველკლასელებს მათთვის სპეციალურად დამზადებული საბანკო ბარათები გადაეცათ, რომელთა გამოყენება მხოლოდ საკვებ ობიექტებსა და სასურსათო მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. საქართველოში წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც უფასო კვების პროგრამა ხორციელდება, ის შარშან დაიწყო. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობას მიმართა, რომ კვება მეორე კლასში გადასული მოსწავლეებისთვისაც დაეფინანსებინათ, რაზეც უარი მიიღო. წლევანდელ პირველკლასელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს.

ანა წითლიძის თქმით, წელიწადზე მეტია განათლების სამინისტროგან ელის სკოლებში აღნიშნული პროგრამის განხორციელებას.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „YNDP”-თან ერთად შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა როგორ უნდა დაიწყოს უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში სწრაფად და ხარისხიანად. წელიწადზე მეტია განათლების სამინისტროს ეს პროგრამა წარვუდგინეთ და წელიწადზე მეტია განათლების სამინისტროსგან ველი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყებს ამ პროგრამის განხორციელებას სკოლებში. არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდებოდეს 400 მილიონით და ამ ქვეყანაში პრიორიტეტი მაინც არ იყოს ბავშვების უფასო კვება. არცერთი არგუმენტი, რომელიც განათლების სამინისტროს აქვს, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები არ არის რელევანტური. ჩვენი წარდგენილი პროგრამით, ისევე როგორც აქ წალენჯიხაში შევძელით, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, რომელიც სკოლებში არსებობს და დავიწყეთ პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა, ასევე არის შესაძლებელი ამ პროგრამის განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, ამიტომაც მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას, რომ დაიწყონ უფასო კვების განხორციელება სკოლებში.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე