საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა
საქართველო, თბილისი - 13:41 | 27.09.2023 ნანახია: 1062საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, ღვინის კომპანია „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა.
პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის საქართველოს ბანკისა და EBRD - ის ფინანსური ინვესტიციით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქარხანაში დამონტაჟდა 360 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელები. კომპანია 2024 წლისთვის მზის პანელების დამატებას და ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე ეტაპობრივად გადასვლას გეგმავს.
„ვაინ კახეთი“ ღვინის კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ის არის რეგიონში ერთ - ერთი ყველაზე დიდი წარმადობის, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანა, რომელიც კახეთის რეგიონის საუკეთესო ზონებში საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახებს ფლობს. კომპანია 200 - ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
„ვაინ კახეთი“ საქართველოს ბანკთან დიდი ხანია თანამშრომლობს და არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთად. ბანკის მხარდაჭერით, 2019 წელს, „ვაინ კახეთის“ შვილობილმა კომპანია „ვივიმ“ ვენახები გააშენა, ხოლო 2021 წელს, ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენეთ, სასაწყობე ფართი მოვაწყვეთ და რეზერევუარები გავმართეთ. მოხარული ვართ რომ ბანკი მუდმივად გვერდით გვიდგას ახალ წამოწყებებში და ამის დასტურია უკვე მესამე ერთობლივი პროექტი. ჩვენც არ ვჩერდებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ბიზნესს“, - განაცხადა ლევან ზილფიმიანმა, „ვაინ კახეთის“ დირექტორმა.
„გარემოზე ზრუნვა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მრავალი წელია მხარს ვუჭერთ აღნიშნული მიმართულების განვითარებას და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების წახალისებას. სწორედ ამ მიზნით და ჩვენი მხარდაჭერით არაერთი პროექტია განხორციელებული. მოხარულები ვართ, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია „ვაინ კახეთთან“ ვთანამშრომლობთ, რომელსაც კარგად ესმის გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და ზიანის შემცირების მიზნით მათ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყეს, რომელიც ქარხნის მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2019 წლიდან ვახორციელებთ და მოხარულები ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ კომპანიის სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდენენ. წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ახალი პროექტების მხარდაჭერას მწვანე მიმართულებით.“ - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა