მსოფლიოში 4G-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 1 მლრდ-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 11.03.2016
ნანახია: 1163

მსოფლიოში 4G-ის, ანუ LTE-ის მომხმარებელთა რაოდენობამ, 2015 წლის მეოთხე კვარტალში 1,068 მლრდ შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GSA-ს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც სტატისტიკა უჩვენებს, საერთო რაოდენობიდან LTE-ს მომხმარებელი 2015 წელს 552,2 მლნ აბონენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდამ წინა წელთან შედარებით 107 %-ი შეადგინა.

GSA-ს ინფორმაციით, LTE მსოფლიოში საკმაოდ სწრაფად იზრდება.

როგორც GSA-ში ვარაუდობენ, 2020 წლისთვის LTE-სა და LTE-Advanced-ის მომხმასრებელთა რაოდენობა 3G/WCDMA-HSPA-ის მომხმარებელთა რაოდენობას გაუტოლდება.

LTE-სათვის ყველაზე დიდი ბაზრად დღეისათვის ჩინეთი მიიჩნევა, სადაც 4G-ის 2015 წლის მონაცემებით 386 მლნ ადამიანი იყენებდა.

მეორე მსხვილი ბაზარი სამხრეთ ამერიკაა, სადაც 4G-ის 2015 წლისთვის 237 მლნ აბონენტი იყენებდა.

LTE-ის მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ მესამე ბაზარი ევროპაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე