დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 11.03.2016
ნანახია: 1174

აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრები გამართა მსოფლიო ბანკში შემავალ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა IBRD–ის ვიცე–პრეზიდენტს მარიამ შერმანსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტს დიმიტრის ციცირაგოს გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ტარდება ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით.

„მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან განვიხილეთ ჩვენი მიმდინარე რეფორმები, მათ აღგვითქვეს ყველანაირი მხარდაჭერა ამ რეფორმების გატარებაში. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია არის კერძო სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელი ინსტრუმენტი, მათ საქართველოში 350 მილონზე მეტი ინვესტიციების პორტფელი აქვთ და კიდევ აგრძელებენ ინვესტირებას. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, ის 1992 წლიდან საქართველოში იმყოფება და არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე